შეკვეთილში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია ისევ მიმდინარეობს
შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები და მხარდამჭერები მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით, საპროტესტო აქციას მართავენ.
“პატარა პუტინი ბიძინა ივანიშვილის სახით უნდა დამთავრდეს, სხვაგვარად საქართველო დაიღუპება. ახლა დუმილი დანაშაულია, რაც ბიძინა ივანიშვილს აწყობს. სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილისთვის საფრთხეა”, - აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
ამასთან, შეკვეთილში ბიძინა ივანიშვილის სახლთან სამართალდამცავები არიან მობილიზებული.