თეგებით ძიება

„წინასაახალწლოდ ახალ-ახალი ტყუილებით უყვარს მთავრობას ხალხის გამოკვება“ - რომან გოცირიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი, რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ წინასაახალწლოდ მთავრობა ხალხს ახალ-ახალი ტყუილებით კვებავს.

„წინასაახალწლოდ ახალ-ახალი ტყუილებით უყვარს მთავრობას ხალხის გამოკვება.
2021 წლის ბოლო დღეებში მთავრობამ განაცხადა, როტშილდების კომპანია დავიქირავეთ, საქართველოს ფინანსურ ჰაბად გადაქცევაში უნდა დაგვეხმაროსო. იმის მერე არც როტშილდები უნახავს ვინმეს და არც მათ მიერ გაკეთებული საქმე. სამაგიეროდ, მთავრობა ამ თემას საპიარებლად რამდენიმე თვის განმავლობაში კი იყენებდა.
ხელშეკრულება რომ გაუფორმეს და ის პატიოსანი კაცი ერთხელ საჩვენებლად აქაც რომ ჰყავდათ ჩამოყვანილი, “ოცნების” ბიუჯეტიდან ფული თუ გადაუხადეს? პიარისთვის რომ გამოიყენეს, ფული ღირს, აბა რა“, - წერს რომან გოცირიძე.

წინასაახალწლოდ ახალ-ახალი ტყუილებით უყვარს მთავრობას ხალხის გამოკვება.

2021 წლის ბოლო დღეებში მთავრობამ განაცხადა,...Posted by Roman Gotsiridze on Wednesday, 4 January 2023




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა