თეგებით ძიება

ვანო მერაბიშვილს ვაკეში „უცნობის“ სიძემ სცემა

ში­ნა­გან საქ­მე­თა ყო­ფილ მი­ნისტრს, ვანო მე­რა­ბიშ­ვილს ვა­კე­ში ფი­ზი­კუ­რად გია გა­ჩე­ჩი­ლა­ძის (უც­ნო­ბი) სიძე, გი­გი­შა შა­რა­ში­ძე გა­უს­წორ­და. შემ­თხვე­ვა ორ იან­ვარს, ვა­კე­ში მდე­ბა­რე ერთ-ერთ აფ­თი­აქ­ში მოხ­და.

მომ­ხდარს ადას­ტუ­რებს შა­რა­ში­ძეც.

"და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და ჩემს და ვანო მე­რა­ბიშ­ვილს შო­რის აფ­თი­აქ­ში. და­პი­რის­პი­რე­ბა­საც ვერ და­ვარ­ქმევ, რად­გან პირ­ვე­ლი­ვე წა­მე­ბი­დან გა­იქ­ცა ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი. იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ინ­ტე­რე­სია, მე ჩავ­თვა­ლე თავი ვალ­დე­ბუ­ლად. არც გა­მო­ძი­ე­ბას ვე­მა­ლე­ბი და არც პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას გა­ვურ­ბი­ვარ. თუ სა­ჭი­რო გახ­და, და­ნარ­ჩენ­ზე პა­სუხს გავ­ცემ სა­მარ­თალ­დამ­ცველ ორ­გა­ნო­ებს. და­ნარ­ჩე­ნი, თუ ცოტა მა­ინც ვაჟ­კა­ცო­ბა შერ­ჩე­ნია, თვი­თონ თქვას," - გა­ნა­ცხა­და გი­გი­შა შა­რა­ში­ძემ "რუს­თა­ვი 2"-თან სა­უბ­რი­სას.

ცნო­ბის­თვის, ექსმი­ნის­ტრის ცე­მის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია გუ­შინ ვატო შა­ქა­რიშ­ვილ­მა გა­ავ­რცე­ლა. მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ ყო­ფილ მა­ღალ­ჩი­ნო­სანს პო­ლი­ცი­ა­ში არ გა­ნუ­ცხა­დე­ბია.

წყარო: „რუსთავი 2“


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა