ესპანეთში ქურდობის ბრალდებით ქართველები დააკავეს
ესპანეთის პოლიციამ, კატალიზატორების ქურდობის ბრალდებით, საქართველოს სამი მოქალაქე დააკავა. დაკავებულებიდან ორი მამაკაცი და ერთი ქალია.
დაკავებულ ორ მამაკაცს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, ამავე ჯგუფის წევრი ქალი კი გირაოთი გაათავისუფლეს.
ესპანეთში დაკავებული საქართველოს მოქალაქეების საქმის განხილვას სასამართლო სავარაუდოდ მომავალ თვეს დაიწყებს. პოლიციამ მათი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას მოპარული კატალიზატორები, ნაღდი ფული და ხელსაწყოები ამოიღო.