ვანო მერაბიშვილის ცემასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო
გავრცელდა ინფორმაცია, რომ შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, ვანო მერაბიშვილს თბილისში, ვაკეში მდებარე "ავერსის" აფთიაქთან გია გაჩეჩილაძის, იგივე „უცნობის“ სიძე, გიორგი შარაშიძე ფიზიკურად გაუსწორდა.
აღნიშნული ფაქტი დაადასტურა გიორგი შარაშიძემაც.
შარაშიძე აცხადებს, რომ მისსა და ვანო მერაბიშვილს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. მისივე თქმით, კონკრეტულად რას მოყვა დაპირისპირება ამის შესახებ სამართალდამცველებთან ისაუბრებს, თუ ფაქტით დაინტერესდებიან.
ვანო მერაბიშვილს მომხდარი ფაქტის შესახებ შსს-სთვის არ მიუმართავს, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
წყარო: „აიპრესი“