შენგენის ზონაში მგზავრობის წესები იცვლება
ევროპაში, კერძოდ შენგენის ზონაში მგზავრობისთვის სპეციალური აპლიკაციის შევსება გახდება საჭირო. საუბარია სისტემაზე ETIAS, რომელიც სავარაუდოდ 2023 წლის ნოემბრიდან ამოქმედდება.
გამგზავრების მსურველებს ETIAS ვებგვერდზე ონლაინ-ანკეტის შევსება მოუწევს – პირადი მონაცემები, პასპორტის ნომერი, ევროპის იმ ქვეყნის სახელწოდება, რომელსაც სტუმრობს, კონფლიქტების ზონაში ყოფნასთან დაკავშირებული ინფორმაცია, დეპორტაციაზე ინფორმაცია და სხვა.
ეს მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს არ ეხებათ და გადაწყვეტილება მსოფლიოს 60 ქვეყანაზე ვრცელდება, მათ შორის არის ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, კანადა, ავსტრალია და ასე შემდეგ.
შევსებული განაცხადი 3 წლის განმავლობაში იმოქმედებს.
აპლიკაციის შევსება ფასიანია და 7 ევრო ღირს. მოსაკრებლისგან თავისუფლდებიან 18 წლამდე და 70 წელს გადაცილებული ადამიანები.