თეგებით ძიება

ვანო მერაბიშვილს ხელით შევეხე და არ ვიმალები - რას ამბობს "უცნობის" სიძე?

გია გაჩეჩილაძის (უცნობი) სიძე, გიგიშა შარაშიძე ადასტურებს, რომ მასსა და შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, ვანო მერაბიშვილს შორის დაპირისპირება მოხდა.

„დაპირისპირება ჩემსა და ვანო მერაბიშვილს შორის 2 იანვარს, ვაკეში, ერთ-ერთ აფთიაქში მოხდა. დაპირისპირებასაც ვერ დავარქმევ, იქიდან გამომდინარე, რომ ვანო მერაბიშვილი პირველივე წამებიდან გაიქცა. იქიდან გამომდინარე, რომ საზოგადოების დიდი ინტერესია, მე ჩავთვალე თავი ვალდებულად, რომ არ ვიმალები, არც გამოძიებას ვემალები და არც პასუხისმგებლობას გავურბივარ. თუ საჭირო გახდა, დანარჩენზე პასუხს სამართალდამცველ ორგანოებს გავცემ,“ - განაცხადა გიგიშა შარაშიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ შს ყოფილ მინისტრ, ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა