თეგებით ძიება
05. 01. 2023 მსოფლიო

ჩინეთის მონაცემები არ იძლევა ზუსტ სურათს COVID19-თან დაკავშირებით - რატომ აკრიტიკებს ჯანმო ოფიციალურ პეკინს?

ჩინეთის მონაცემები არ იძლევა ზუსტ სურათს COVID19-თან დაკავშირებით. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს.

გაერო-ს ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ჩინეთის მონაცემები არ იძლევა ზუსტ სურათს ადგილზე არსებული ვითარების შესახებ და ნაკლებად გამოხატავს ჰოსპიტალიზაციისა და დაავადებით დაღუპულთა რაოდენობაზე რეალურ მდგომარეობას.

„ჩვენ კვლავ ვთხოვთ ჩინეთს ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების შესახებ უფრო სწრაფ, რეგულარულ და სანდო მონაცემებს. ჯანდაცის მსოფლიო ორგანიზაცია შეშფოთებულია ჩინეთში სიცოცხლის საფრთხის გამო და კიდევ ერთხელ ადასტურებს ვაქცინაციის მნიშვნელობას, გამაძლიერებელი დოზების ჩათვლით, ჰოსპიტალიზაციის, მძიმე დაავადებებისა და სიკვდილისგან დასაცავად“, -აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა