თეგებით ძიება

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე ქართველი ექიმები დაიკითხებიან - რას აცხადებს ექსპრეზიდენტის ადვოკატი?

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე ქართველი ექიმები დაიკითხებიან. ინფორმაციას ექსპრეზიდენტის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე ავრცელებს.

უფლებადამცველის განმარტებით, ყველა პატიმარს აქვს უფლება, რომ სასამართლო პროცესში მიიღოს მონაწილეობა.

„ვითხოვთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა უშუალოდ, ფიზიკურად მიიღოს მონაწილეობა სასამართლო პროცესზე. მიხეილ სააკაშვილი ითხოვს ამას და ჩვენც, ადვოკატები ვეთანხმებით. დადასტურებულია, რომ მძიმეა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა“, - აღნიშნავს ხაჭაპურიძე.

რაც შეეხება სააკაშვილის გზავნილებს, ადვოკატის ინფორმაციით, ყოფილმა პრეზიდენტმა მას პატრიარქთან, 90 წლის იუბილესთან დაკავშირებული მისალოცი წერილი გაატანა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი 9 იანვარს, 12:00 საათზე გაიმართება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა