"საღამოს დაიძინა და დილით მკვდარი ნახეს ლოგინში..." - რუსეთში, 15 წლის ქართველი ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს
2 იანვარს, რუსეთში მცხოვრები 15 წლის ქართველი მოზარდი გარდაცვლილი იპოვეს.
ინფორმაციას "პრაიმტაიმი" ავრცელებს.
ოჯახის ახლობელის ინფორმაციით, ბიჭს არაფერი აწუხებდა და სპორტით იყო დაკავებული.
"გუშინ 15 წლის ქართველი ანგელოზი ბიჭი დაასაფლავეს. უნიჭიერესი, ჯანმრთელი, სპორტსმენი, კარგი აღზრდილი. საღამოს დაიძინა და დილით მკვდარი ნახეს ლოგინში... ინსულტი დადასტურდა“ - ამბობს გარდაცვლილის ოჯახის ახლობელი.