ვლადიმირ პუტინს კიბო აქვს... ძალიან სწრაფად მოკვდება - რა ინფორმაცია ვრცელდება რუსეთის პრეზიდენტზე?
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინს კიბო აქვს.
„ვლადიმირ პუტინ ძალიან დიდი ხანია, რაც ავად არის. დარწმუნებული ვარ, კიბო აქვს. ვფიქრობ, ძალიან სწრაფად მოკვდება. იმედია ძალიან მალე“, - აღნიშნა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა.
კირილ ბუდანოვის თქმით, მან ზუსტად იცის, რომ რუსეთის პრეზიდენტს კიბო აქვს.
ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვაზე, უკრაინის დაზვერვამ ეს ინფორმაცია პუტინთან ახლოს მყოფი წყაროებიდან მიიღო თუ არა, ბუდანოვმა დადებითად უპასუხა.
„ეს ომი მის სიკვდილამდე უნდა დასრულდეს. ამ ომს 2023 წელს მოვიგებთ“, - აღნიშნა მან.