შსს-მ "უცნობის" სიძე, გიორგი შარაშიძე გამოკითხვაზე დაიბარა - ფიზიკურ დაპირისპირებაზე ახალი დეტალები ვრცელდება
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გია გაჩეჩილაძის, "უცნობის" სიძე, გიორგი შარაშიძე გამოკითხვაზე დაიბარა. სავარაუდოდ, დაიბარებენ ვანო მერაბიშვილსაც.
შსს-მ გამოძიება მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო. მერაბიშვილს ფიზიკურად გიორგი შარაშიძე გაუსწორდა. ინციდენტი ვაკეში, აფთიაქში მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით კი, დაპირისპირების დროს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი გაიქცა.
ამასთან, ვანო მერაბიშვილი მომხდარზე ამ დრომდე დუმს.