თავდასხმა არ ყოფილა, ერთი-ორი პანჩური იყო - რას ამბობს "უცნობი" ვანო მერაბიშვილის ცემის ფაქტზე? (ვიდეო)
პოლიციამ ვანო მერაბიშვილის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ძიება 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.
გავრცელებული ინფორმაციით, ვაკეში მდებარე ერთ-ერთ აფთიაქში შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, ფიზიკურად გია გაჩეჩილაძის სიძე, გიგიშა შარაშიძე გაუსწორდა.
გია გაჩეჩილაძე ძალადობის ფაქტს არ ურაყოფს.
"გაიგებთ ყველაფერს, მე რა უნდა გითხრათ?! დაპირისპირება ალბათ, მისმა (ვანო მერაბიშვილის) პიროვნებამ გამოიწვია. თავდასხმა არ ყოფილა, ერთი-ორი პანჩური იყო ალბათ, შეიძლება. კანონის შესაბამისად იქნება ყველაფერი. თუ ერთწლიან პატიმრობას ითვალისწინებს, დააკავებენ", - განაცხადა"უცნობმა" "ტვ პირველთან" საუბრის დროს.