იტყვი კი და ვაი-ვუი ატყდება, იტყვი არა ვაი-ვუი ატყდება - რას ამბობს მეუფე მიქაელი მიხეილ სააკაშვილზე? (ვიდეო)
თიანეთისა და ფშავ ხევსურეთის ეპისკოპოსი, მეუფე მიქაელი ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე საუბრობს.
"მიწერონ საპატრიარქოს რაც იქნება, როგორც იქნება და რასაც დაგვავალებენ ჩვენ, რასაკვირველია, გვერდში დავუდგებით ნებისმიერ სიტუაციაში. იტყვი კი და ვაი-ვუი ატყდება, იტყვი არას და ვაი-ვუი ატყდება. ხომ გესმით, ღმერთზე მაქვს მინდობილი რა...
ზოგი იძახის ძალიან მძიმედ არისო, შეიძლება გარდაიცვალოს, ზოგი იძახის არ არის მძიმე მდგომარეობა და როგორ გავაკეთო ახლა მე. მე რა უნდა ვთქვა, წარმოდგენა არ მაქვს, რა იქნება, როგორ იქნება, გამოჩნდება ყველაფერი. ისეთი თემაა, სადაც ჩვენ ვერ მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას...“, - განაცხადა მეუფემ.