"მიშა არის ის კაცი, ვისაც ქრისტიანობა და, ზოგადად, ეკლესია ორგანულად ეზიზღება...ახლა მიადგა ეკლესიას, იქნებ თქვენ მაინც მიშველოთო" - ანდრია გვიდიანი
ექსპერტი, ანდრია გვიდიანი საქართველოს პატრიარქის მიერ მესამე პრეზიდენტისადმი გაგზავნილ წერილს აფასებს და აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილი არ არის ეკლესიასთან მართალი და ზუსტად ის პასუხი მიიღო, რაც დაიმსახურა.
"არაფრით მესმის, რატომ ჰქონდათ ამ წერილისგან განსხვავებული პასუხის მოლოდინი. რატომ ჰგონია მიშას, რომ დემონსტრაციულად ტანსაცმელზე ჩამოკიდებული ჯვარით და სასამართლო პროცესზე ფარისევლურად ანთებული სანთლით, ეკლესიის მხარდაჭერას მოიპოვებს?
კონკრეტულად მიშა არის ის კაცი, ვისაც ქრისტიანობა და, ზოგადად, ეკლესია ორგანულად ეზიზღება. მიშა იყო, ვინც არბია ეკლესიები. მიშა და მისი მახინჯი სისტემა იყო, ვისაც იდეოლოგიურად უნდოდა ეკლესიის ამოძირკვა ქართველის ცნობიერებიდან. მიშა იყო ის კაცი, ვინც ლანძღავდა და ახალისებდა ეკლესიის დისკრედიტაციას. ყველას ყველაფერი გვახსოვს და აქ დებილი არავინ არის.
ახლა მიადგა ეკლესიას, იქნებ თქვენ მინც მიშველოთო - არა, ასე არ გამოვა. არ არის მიშა ეკლესიასთან მართალი და ზუსტად ის პასუხი მიიღო, რაც დაიმსახურა", - წერს გვიდიანი.
ცნობისთვის: მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია II-ს დაბადების და აღსაყდრების დღე წერილობით მიულოცა. ექსპრეზიდენტის წერილი საპატრიარქოში ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ მიიტანა. თავის მხრივ, საპასუხო წერილი მისწერა პატრიარქმა მიხეილ სააკაშვილს. ილია II ექსპრეზიდენტს მოლოცვისთვის მადლობას უხდის და უსურვებს მხნეობას “ჭეშმარიტი სხვა რეალობის შესაცნობად“.„ბატონო მიხეილ, გულითად მადლობას გიხდით აღსაყდრების დღის მოლოცვისთვის. მეც გილოცავთ დაბადების დღეს და დამდეგ შობა-ახალ წელს. გისურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობასა და პირველ რიგში, ღვთის შეწევნას თქვენს სულიერ ძალთა განსამტკიცებლად და ჭეშმარიტი სხვა რეალობის შესაცნობად“, - ნათქვამია პატრიარქის წერილში.