თეგებით ძიება
05. 01. 2023 მსოფლიო

რუსული მართლმადიდებლური ეკლესია „ომის პროპაგანდისტია“ - რას ამბობს მიხაილო პოდოლიაკი?

რუსული მართლმადიდებლური ეკლესია არ არის გლობალური მართლმადიდებლობის ავტორიტეტი და მოქმედებს როგორც „ომის პროპაგანდისტი“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

„რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის განცხადება „საშობაო ზავის“ შესახებ ცინიკური ხაფანგი და პროპაგანდის ელემენტია“, - წერს პოდოლიაკი „ტვიტერზე“.

ცნობისთვის, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი საშობაო ზავის გამოცხადების ინიციატივით გამოვიდა და რუსეთ-უკრაინის ომის მხარეებს, 6 იანვრის 12:00 საათიდან, 7 იანვრის 24:00 საათამდე ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა