თეგებით ძიება

შეუძლებელია იმის თქმა, როდის და როგორ დასრულდება ომი უკრაინაში - რას ამბობს იენს სტოლტენბერგი?

ნატო-ს გენერალური მდივანი, იენ სტოლტენბერგი აცხადებს, რომ უკრაინაში ომი დიდი ალბათობით მოლაპარაკებების მაგიდასთან დასრულდება.

"ომები არაპროგნოზირებადია. შეუძლებელია იმის თქმა, როდის და როგორ დასრულდება ომი უკრაინაში.
მაგრამ რაც ჩვენ ვიცით არის ის, რომ ომების უმეტესობა მოლაპარაკების მაგიდასთან მთავრდება.
დიდი ალბათობით ესეც. რისი მიღწევა შეუძლიათ უკრაინელებს მოლაპარაკებებზე, დამოკიდებულია მათ ძალაზე ბრძოლის ველზე.

ასე რომ, თუ ჩვენ გვინდა მოლაპარაკებების გზით სამშვიდობო გადაწყვეტა, სადაც უკრაინა გადარჩება, როგორც დამოუკიდებელი დემოკრატიული ქვეყანა ევროპაში, იქ მისასვლელად ყველაზე სწრაფი გზა არის უკრაინის მხარდაჭერა. იარაღი - ფაქტობრივად, მშვიდობის გზაა.

მოსკოვის რეჟიმს სხვა ევროპა სურს. მას სურს მეზობელი ქვეყნების კონტროლი და დემოკრატიასა და თავისუფლებას საფრთხედ ხედავს. ეს რუსეთს დასავლეთთან მუდმივი კონფლიქტის მდგომარეობაში აყენებს. ასე რომ, ეს ომი რომც დასრულდეს, რუსეთთან ურთიერთობაში პრობლემები შენარჩუნდება.

პირველი გაკვეთილი არის ის, რომ მეტი ინვესტიცია ჩავდოთ დაცვაში. დიდი ხანია, ეს არის ნატოს გზავნილი. მეორე გზავნილი, მეორე გაკვეთილი არის ის, რომ სახიფათოა ავტორიტარულ რეჟიმებზე დამოკიდებულება. საუბარია ჩვენს უსაფრთხოებაზე. ბიზნესიც პოლიტიკაა. ასე რომ, ჩვენ არ უნდა დავუშვათ იგივე შეცდომა სხვა ავტორიტარულ რეჟიმებთან, განსაკუთრებით ჩინეთთან.

ჩვენ ვერ გავხდებით ისე დამოკიდებული ერთ ნედლეულზე, მათ პროდუქტებზე, რომ გავხდეთ დაუცველები. ჩვენ უნდა აღვკვეთოთ მათთან ტექნოლოგიების ექსპორტი, რომლებსაც ისინი, თავის მხრივ, ჩვენ წინააღმდეგ იყენებენ.

უნდა უზრუნველვყოთ კონტროლი ჩვენს ინფრასტრუქტურაზე, პორტებიდან და აეროპორტებიდან დაწყებული, მე-5 თაობის ქსელებამდე. არავინ ამბობს, რომ ჩვენ არ უნდა ვაწარმოოთ ბიზნესი ჩინეთთან, მთავარია, ისე მოვიქცეთ, რომ არ შელახოს ჩვენი უსაფრთხოება. ეს არის საერთო პასუხისმგებლობა.

სახიფათო სამყაროში მნიშვნელოვანია, რომ ერთად ვიყოთ. არა იმიტომ, რომ ჩვენ ყოველთვის მართლები ვართ.
არა იმიტომ, რომ შეცდომებს არასდროს ვუშვებთ, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ ვიზიარებთ იგივე ღირებულებებს
და იმიტომ, რომ ჩვენ ერთად ბევრად უფრო ძლიერები ვართ, ვიდრე მარტო“, - აცხადებს ნატოს გენერალური მდივანი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა