თეგებით ძიება
05. 01. 2023 მსოფლიო

META 410 მილიონი დოლარით დააჯარიმეს

პერსონალური მონაცემების დაცვის კომისიამ Facebook-ის, Instagram-ისა და WhatsApp-ის მფლობელი კომპანია Meta-ს 410 მილიონი დოლარით დააჯარიმა.

კომისიის განცხადებით, ამერიკული კომპანია აქტიურად არღვევდა ევროკავშირის კანონმდებლობას და მომხმარებლებს აიძულებდა თანხმობა განეცხადებინათ პირადი მონაცემების გაცემასა და ტარგეტირებული რეკლამების მიღებაზე.

ჯარიმის გადახდის გარდა, Meta-ს ზემოხსენებული პრაქტიკის შეცვლა და მომხმარებლებისთვის შესაბამისი ინფორმაციის სათანადოდ მიწოდება დაევალა, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია განმეორებით დაჯარიმდება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა