ჩინეთი COVID 19-ის არასწორ სტატისტიკას აქვეყნებს - ჯანმო
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ჩინეთი კორონავირუსის არასწორ სტატისტიკას აქვეყნებს და ხელოვნურად ამცირებს COVID 19-ის შემთხვევების ზრდას და გამოწვეულ სიკვდილიანობას. ამის შესახებ ჯანმოს საგანგებო პროგრამების ხელმძღვანელმა, მაიკ რაინერმა განაცხადა.
ამჟამად, ჩინეთში გარდაცვალება კორონავირუსთან დაკავშირებულად მხოლოდ ვირუსის შედეგად პნევმონიის განვითარებისა და სუნთქვის უკმარისობის შემთხვევაში მიიჩნევა.
“მიგვაჩნია, რომ ჩინეთის მიერ გამოქვეყნებული რიცხვები ნაკლებად გამოხატავს ვირუსის გავრცელების რეალურ შედეგებს, კერძოდ ჰოსპიტალიზაციისა და ვირუსით გარდაცვალების კუთხით. ჩვენ ამ დრომდე არ გვაქვს სრული მონაცემები”, – განაცხადა მაიკ რაიანმა.
ჯანმოს ცნობით, გარდაცვალება კორონავირუსით იმ შემთხვევაშია დასტურდება, თუ ის გამოწვეულია “კლინიკურად შეთავსებადი დაავადებისგან” პაციენტში, რომელსაც ინფექცია სავარაუდოდ, ან დადასტურებულად ჰქონდა.