„ოცწლიანი უსახლკარობა დასრულდა“ - კახა კალაძემ სამტრედიაში ერთ-ერთ ოჯახს სახლი აჩუქა
თბილისის მერმა, კახა კალაძემ სამტრედიაში ერთ-ერთ ოჯახს სახლი აჩუქა. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, კახა კალაძემ ამირან ჭაფოძის ოჯახს სასიხარულო ინფორმაცია საზეიმო კონცერტზე ამცნო.
„მთავარი სიხარული ამირან ჭაფოძის ოჯახს ელოდა წინ – კონცერტზე მყოფ ჭაფოძეების ოჯახს კახა კალაძემ ქალაქ სამტრედიაში, მშვიდობის ქუჩაზე მდებარე სახლი საჩუქრად გადასცა, რითაც მათი ოცწლიანი უსახლკარობა დასრულდა“, – აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„არ ვიცი ეს სიხარული როგორ გამოვხატო, ნამდვილი ახალი წელი დაუდგა ჩემს ოჯახს. სახლი 20 წლის წინ, სამკურნალოდ გავყიდეთ. ძალიან გვიჭირდა უსახლკარობა, ხან სად ვაფარებდით თავს, ხან სად. მადლობა კახის ამხელა ბედნიერება რომ მოგვანიჭა“, – განაცხადა ამირან ჭაფოძემ.