ქუჩები, სადაც 6 იანვარს ელექტროენერგია გაითიშება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 6 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება:
მთაწმინდის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვერეს დაღმართის, კოსტავას, ვერეს, ახვლედიანის, ქიაჩელის, ნიკოლაძის და მელიქიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების, შეშელიძის, ხიზანიშვილის და ვასაძის ქუჩების მოსახლეობას.