"ერთ-ერთი ცნობილი ადამიანის სახელით დამიკავშირდნენ...“ - მაია ასათიანი თაღლითობის მსხვერპლი გახდა
ჟურნალისტი, მაია ასათიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ ის თაღლითობის მსხვერპლი გახდა.
"ეს წუთია თაღლითობის მსხვერპლი გავხდი! ერთ-ერთი ცნობილი ადამიანის სახელით დამიკავშირდნენ და სოციალურად დაუცველი ოჯახის დახმარება მთხოვეს. ვიდეო გავაზიარე ანგარიშის ნომრით!!! და მეც ცხადია თანხა ჩავრიცხე!!! ყველაფერი ფეიკი აღმოჩნდა!!! თანხა ვიღაც თვითმარქვია ნაძირალასთვის გადამირიცხავს”, - წერს ჟურნალისტი.
წყარო - digest.pia.ge