უკრაინა იმარჯვებს, პუტინი მარცხდება და სააკაშვილი ციხეში ყოფნას შეეგუოს? - გიული ალასანია საზოგადოებას მიმართავს
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, გუშინ, გულის წასვლის ეპიზოდმა მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა კიდევ უფრო დაასუსტა.
როგორც გიული ალასანიამ კლინიკა „ვივამედთან“ აღნიშნა, 9 იანვარს ჩანიშნულ სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რა თქმა უნდა, ვერ წავა.
„დღეს ცოტა ვილაპარაკეთ კიდეც, მაგრამ ძალიან ცოტა ხნით ვიყავი შესული. 9 იანვარს ისევ სასამართლო პროცესია ჩანიშნული, რომელზეც, რა თქმა უნდა, ვერ წავა იმიტომ, რომ ძალიან დასუსტებულია. გუშინდელმა გულის წასვლამ კიდევ უფრო დაასუსტა. ამ ამბის მერე რაღაც კვლევები ჩაუტარდა, მაგრამ შედეგები ჯერ არ ვიცით“, - განაცხადა გიული ალასანიამ.