თეგებით ძიება

უკრაინელებს არ აქვთ რწმენა და მადლიერების გრძნობა - მედვედევი საშობაოდ ცეცხლის შეწყვეტაზე

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ საშობაოდ შეთავაზებული ზავით, კიევმა ქრისტიანული წყალობაზე უარი თქვა.

"დიდ დღესასწაულზე უკრაინელებს ქრისტიანული წყალობის ხელი გაუწოდეს და მათმა ლიდერებმა ეს არ მიიღეს.. ვფიქრობ, „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში“ მონაწილე ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების უმეტესობამ მშვიდად ამოისუნთქა, როდესაც მათი უარი გაიგეს. ღორებს არ აქვთ რწმენა და თანდაყოლილი მადლიერების გრძნობა. მათ ესმით მხოლოდ უხეში ძალა“, - აცხადებს მედვედევი.

შეგახსენებთ, შეგახსენებთ, ვლადიმერ პუტინმა თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს უკრაინაში 6-7 იანვარს ცეცხლის შეწყვეტა დაავალა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა