თეგებით ძიება
06. 01. 2023 მსოფლიო

პუტინის განცხადება შობისთვის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დიდი ალბათობით, წარმოადგენს საინფორმაციო ოპერაციას - რას ამბობენ ექსპერტები?

ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის ექსპერტების შეფასებაში, ნათქვამია, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადება შობისთვის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დიდი ალბათობით, წარმოადგენს საინფორმაციო ოპერაციას, რომლის მიზანი უკრაინის რეპუტაციისთვის ზიანის მიყენებაა.

"გონივრულად პუტინი არ შეიძლება ელოდოს, რომ უკრაინა მის მერ მოულოდნელად გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტის პირობებს დაიცავს და შესაძლოა, ზავისკენ მოწოდება ემსახურებოდეს იმას, რომ უკრაინა წარმოაჩინოს, როგორც არადამთმობი ქვეყანა, რომელსაც მოლაპარაკებებისთვის აუცილებელი ნაბიჯების გადადგმა არ სურს.

„ეს არის მიზანმიმართული საინფორმაციო ტაქტიკა, რომელიც რუსეთს წარსულშიც გამოუყენებია“, – აღნიშნავენ ომის შესწავლის ინსტიტუტის მკვლევრები.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა