თეგებით ძიება

"ერთი ძალიან კარგი გოგოა, ნათია ქოიავა, ერთხელ მწერს, რუსები არ მეზიზღებაო, მათი განადგურება რომ ვინატრო, ამისთვის სიყვარული მყოფნისო" - რას წერს ნათია ფანჯიკიძე რუსებზე?

ფსიქოლოგი, ნათია ფანჯიკიძე წერს, რომ ერთხელ მისმა ნაცნობმა, ნათია ქოიავამ უთხრა, რომ რუსები არ ეზიზღება, რდაგან მათი განადგურება რომ ინატროს, ამისთვის სიყვარული ჰყოფნის.

"ერთი ძალიან კარგი გოგოა, ნათია ქოიავა, ხოდა ერთხელ ჩატში მწერს, რუსები არ მეზიზღებაო, მათი განადგურება რომ ვინატრო, ამისთვის სიყვარული მყოფნისო. ძალიან მომეწონა ეს ფორმულირება. თუ ვინმეს მტრის მიმართ გრძნობისთვის სიძულვილის დარქმევის ეშინია, შეუძლია მტრის მარცხის სურვილს სამშობლოს სიყვარული დაარქვას და აქედან დაუახლოვდეს თავის გრძნობებს - ვისაც რუსეთის მიერ განადგურებული საქართველოს და ქართველების სიყვარული არ ყოფნის, რომ სწორად მიმართავდეს ფიქრს, მას შინაგანად, გააზრებით თუ გაუაზრებლად ყოველთვის უხაროდა ქართველების ჟლეტა. ასე უბრალოდაა რაღაცეები", - წერს ფანჯიკიძე.





თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა