თეგებით ძიება

ლიზა ქისტაურის მოკვლის შესახებ ინფორმაციას ბელგიის პოლიციაც არ ადასტურებს - ბოლო ცნობები

ცნობილი ქართველი ტრანსგენდერის, ლიზა ქისტაურის მოკვლის შესახებ ინფორმაციას ბელგიის პოლიციაც არ ადასტურებს.

ლიზას გარდაცვალებას არ ადასტურებს არც დედამისი. მას შემდეგ, რაც ინფორმაცია გავრცელდა, დედამ კომენტარი „რადიო თავისუფლებასთან“ გააკეთა.

ბელგიის ქალაქ ანტვერპენში მცხოვრებ ტრანსგენდერ ქალთან, ლიზა ქისტაურთან კომუნიკაცია მის ნაცნობებს რამდენიმე დღეა არ ჰქონიათ.

ლიზა ქისტაურის ბოლო აქტივობა სოციალურ მედიაში 25 დეკემბერს "ტიკ-ტოკზე" გამოქვეყნებული ცეკვის ვიდეოა, რომელიც აღწერის მიხედვით, მის მეუღლეს ეძღვნება.

შეგახსენებთ, რომ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ბელგიის ქალაქ ანტვერპენში ქართველი ტრანსგენდერი, ლიზა ქისტაური მოკლეს. ინფორმაციას ოჯახი არ ადასტურებს. ამ ეტაპზე დნმ-ის ანალიზის პასუხს ელოდებიან ცხედრის, რომელიც სავარაუდოდ, ლიზას სახლში იპოვეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა