თეგებით ძიება

შემზარავი შემთხვევა ქუთაისში - გაძარცვეს საფლავი, სადაც 3 მცირეწლოვანი დედმამიშვილია დაკრძალული

შემზარავი შემთხვევა ქუთაისში - ოღასკურას სასაფლაოზე საფლავი გაძარცვეს, სადაც სამი მცირეწლოვანი დედმამიშვილია დაკრძალული.

infoimereti.ge-ს ინფორმაციით, სასაფლაოზე ოჯახს საახალწლო მორთულობებით ჰქონდა გაფორმებული, რომელიც უცნობმა პირმა მოიპარა.

ია კოხრეიძე, რომელსაც სამი შვილი ჰყავს გარდაცვლილი, მძარცველს მიმართავს და ეუბნება, რომ საფლავზე მოპარული მორთულობები სახლში არ მიიტანოს.

“არ იფიქრო, რომ გაგივიდა, წელსაც მე შენ დაგიჭერ იმ ქვებთან და რაც დაგემართება, მერე ნახავ შენ და ვისაც აჭმევ ჩემს შვილებზე ნაქურდალს. გაისადაც იქნება ახალი წელი. ხო გაისადაც. ამდენი ნაბიჭვარი რატო დადის გარეთ, ქურდი და თაღლითი? პოლიცია გაიღვიძე”, – წერს სოციალურ ქსელში ია კოხრეიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა