"ამაზე დიდი, ამაზე კარგი, ამაზე ადამიანური საჩუქარი რა უნდა გაუკეთო სოფელს, კუთხეს, ქვეყანას, დედამიწას?!" - გენრი დოლიძე სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს
მწერალი, გენრი დოლიძე სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ "ასკანელმა ძმებმა" გადაშენების პირას მყოფი 200 წყვილი კოლხური ხოხობი გაუშვა.
"ასკანელმა ძმებმა გადაშენების პირას მყოფი 200 წყვილი კოლხური ხოხობი გაუშვეს ჩემი სოფლის ტყეში... ამაზე დიდი, ამაზე კარგი, ამაზე ადამიანური საჩუქარი რა უნდა გაუკეთო სოფელს, კუთხეს, ქვეყანას, დედამიწას?!
იმედია არ დევერევით, სათითაოდ და ამ საშვილიშვილო საქმეს ჩახოხბილად არ ვაქცევთ", - წერს დოლიძე.