ამ „სანტა-ბარბარათი“ ქვეყანა ზიანდება - რას ამბობს იაგო ხვიჩია?
„გირჩის“ დეპუტატი, იაგო ხვიჩია პატრიარქის მიერ მიხეილ სააკაშვილისთვის გაგზავნილ წერილს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ 10 დღე იჯდა ციხეეში და იქ რომ ზიხარ, ყველაზე კარგი ნუგეშია, როცა გეუბნებიან, რომ რეალობა მიიღო.
ხვიჩია მიიჩნევს, რომ სააკაშვილს პატრიარქმა კარგი რჩევა მისცა.
„ქოცების“ დამსახურებით, 10 დღე ვიჯექი ციხეში. იქ რომ ზიხარ, ყველაზე კარგი ნუგეშია, როცა გეუბნებიან, რომ რეალობა მიიღო და შესაბამისად, ადეკვატურად იმოქმედო. ასე რომ, არ გამკვირვებია პატრიარქის ეს წერილი, კარგი რჩევაა, როცა ასეთ სიტუაციაში მოხვდები. სულ სხვა საკითხია, იქიდან როგორ გამოხვალ, მაგრამ რეალობა ზოგადად ყოველთვის უნდა აღვიქვათ. რაც ჩვენს თავს არის, ის რეალობა რომ მივიღოთ და რომ არ გავგიჟდეთ, ეს არის სწორი და ადამიანური რჩევა ყოველთვის. თუნდაც იმ თვალსაზრისით რომ გაიგო, რაზეც მიხეილ სააკაშვილი საუბრობს, კარგი რჩევაა,“ - განაცხადა ხვიჩიამ.