თეგებით ძიება

შეჯიბრი მიდის, ვინ უფრო მეტი ცუდის გამკეთებელია - რას ამბობს გია ვოლსკი?

პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ შეთქმულთა ბანაკს დაემსგავსა.

ვოლსკის შეფასებით, აღნიშნულ პარტიას არ გააჩნიათ ინტელექტუალური რესურსი.

„როცა პარტიას ასეთი რესურსი არ გააჩნია, რასაკვირველია, ყველაზე ადვილია დესტრუქციაზე საუბარი - ვიომოთ იმისათვის, რათა ხელისუფლება შეიცვალოს, ხოლო ხელისუფლება შეიცვალოს, რათა გავყვეთ გეგმას, რაც შემუშავებულია მათ შორის მეორე ფრინტის გახსნის საკითხთან დაკავშირებით...

შეჯიბრი მიდის, ვინ უფრო მეტი ცუდის გამკეთებელია, ვინ უფრო როყიო განცხადებების გამკეთებელია - ხაბეიშვილი, მელია თუ თავმჯდომარეობის ის მესამე კანდიდატი, რომლის გვარს ხშირად ვერ იხსენებენ“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა