ცნობილია, რამდენს გადაიხდის კვარაში "მადრიდის რეალი" - ხვიჩას ოცნება ხდება?
"ნაპოლის" ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ მადრიდის „რეალის“ ინტერესზე ბოლო საათებში ორი ურთიერთგამომრიცხავი ვერსია გავრცელდა.
პირველის ავტორი ამტკიცებს, რომ სამეფო კლუბი მზადაა ქართველ ტალანტში 80 მილიონი გადაიხადოს, ხოლო მეორე ვერსიით, მადრიდელებმა ამ განზრახვაზე უარი თქვეს.
„ხვიჩა კვარაცხელია სეზონის სტარტზე ევროპულ ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სენსაციაა. ახალგაზრდა ქართველმა ფეხბურთელმა შესანიშნავი თამაში აჩვენა, რის შედეგადაც სულ რაღაც 21 წლის ასაკში ის ლუჩიანო სპალეტის „ნაპოლის“ ერთ-ერთი ლიდერი გახდა. კვარაცხელიამ რამდენიმე მნიშვნელოვანი ევროპული გუნდის ინტერესი გამოიწვია, მათ შორისაა მადრიდის „რეალი“. რომელიც გარკვეული პერიოდი ყურადღებით ადევნებდა თვალყურს თავდამსხმელის განვითარებას.
კვარაცხელიათი კარლო ანჩელოტის გუნდი იმდენადაა დაინტერესებული, რომ სურს საკმარისად სოლიდური შეთავაზება გააკეთოს, რათა კვარა მომავალ სეზონში „სანტიაგო ბერნაბეუს“ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვარსკვლავი გახდეს, „ნაპოლი“ კი საუკეთესო ფეხბურთელს გაუშვებს, თუ დაახლოებით 80 მილიონ ევროს მიიღებს", - წერს ადგილობრივი მედი.
შეგახსენებთ, კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ მოქმედი კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს – შესანიშნავმა თამაშმა მისი საბაზრო ღირებულება მკვეთრად გაზარდა.
წყარო - "პრაიმტაიმი"