"ოჯახის ახლობელი მწერს, დედამისს ვესაუბრე და ცხედრის ამოსაცნობად იყოო, გარდაცვლილია ლიზის დაქალიო" - ნინი შერმადინი ლიზა ქისტაურზე
მომღერალი, ნინი შერმადინი სოციალურ ქსელში ტრანსგენდერ, ლიზა ქისტაურის შესახებ წერს.
"ოჯახის ახლობელი მწერს, დედამისს ვესაუბრე და ცხედრის ამოსაცნობად იყოო,გარდაცვლილია ლიზის დაქალიო, ლიზა იმალება იქდე სანამ არ დაიჭერენ დამნაშავეს, ცოცხალია და კარგადააო!!!! ტვ პირველი და არა მარტო, ყველა ტელევიზიამ ვინც ეს განცხადება გააკეთა, ძალიან უხერხული ხომ არაა თქვენი მხრიდან, ასე დაუზუსტებლად ადამიანის მკვდრად გამოცხადება?
ლიზა ქისტაური ცოცხალია ხალხნო და იმედია გამოჩნდება მალე.
დაქალის ტრაგედიას კი ნამდვილად ვიზიარებ და ძალიან ვწუხვარ...", - წერს მომღერალი.
შეგახსენებთ, ტრანსგენდერ, ლიზა ქისტაურთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია ვრცელდება.
მის გარდაცვალებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და საკონსულო და არც ოჯახის წევრები ამ დროისთვის არ ადასტურებენ.
მანამდე კი მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბელგიაში, ქალაქ ანტვერპენში, ქართველი ტრანსგენდერი ქალი ლიზა ქისტაური მოკლეს, სავარაუდო დამნაშავე კი მისი შეყვარებული იყო.
თუმცა, აღნიშნული ინფორმაცია, ჯერჯერობით ოფიციალურად არ დასტურდება.