თეგებით ძიება

სამხედრო სიძლიერის გლობალურ რეიტინგში საქართველო 85-ე ადგილზეა

სამხედრო სიძლიერის გლობალურ რეიტინგში საქართველომ 85-ე ადგილი დაიკავა 145 ქვეყანას შორის. ინფორმაციას globalfirepower.com ავრცელებს.

PowerIndex-ის (სიძლიერის ინდექსი) შედგენისას 60 სხვადასხვა ფაქტორია გათვალისწინებული. შესწავლილია შეიარაღებული ძალების და სამხედრო ნაწილების რაოდენობა, ფინანსური მდგომარეობა და ლოგისტიკური შესაძლებლობები.

პირველ ადგილზეა ამერიკის შეერთებული შტატები, მეორე ადგილზეა რუსეთი. PowerIndex-ის რეიტინგით მესამე ადგილზე ჩინეთია, რომელსაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი არმია ჰყავს.

უკრაინა, რომელიც ამჟამად რუსეთის სამხედრო აგრესიას იგერიებს, სამხედრო სიძლიერის რეიტინგში მე-15 ადგილზეა.

საქართველოს მეზობლებს შორის, თურქეთი - მე-11 ადგილზეა, ირანი მე-17 ადგილს იკავებს, ისრაელი კი მე 18 ადგილზეა.


წყარო - primetime.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა