ოკუპანტები საშობაოდ ეკლესიებში ტერორისტული აქტების მოწყობას გეგმავენ - ირინა ვერეშუკი
უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ინტეგრაციის საკითხებში მინისტრმა, ირინა ვერეშუკმა განაცხადა, რომ რუსი ოკუპანტები, საშობაოდ უკრაინულ ეკლესიებში ტერორისტული აქტების მოწყობას გეგმავენ.
"არსებობს ინფორმაცია, რომ რუსები მართლმადიდებლური შობისთვის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდებარე ეკლესიებში ტერაქტებს ამზადებენ. მოვუწოდებ მოქალაქეებს, გამოიჩინონ სიფრთხილე და შეძლებისდაგვარად თავი შეიკავონ მასობრივი შეკრების ადგილებში მისვლისგან, - განაცხადა ვერეშუკმა.
შეგახსენებთ, ვლადიმერ პუტინმა თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს უკრაინაში 6-7 იანვარს ცეცხლის შეწყვეტა დაავალა.