ბათუმში, ახალგაზრდა ბიჭი მეუფე დიმიტრის სიძემ დაჭრა - ახალი დეტალები(ვიდეო)
ბათუმში, ახალგაზრდა კაცი, გიორგი ნიკოლავა მეუფე დიმიტრის სიძემ, ჯამბულ ჯიჯავაძემ დაჭრა. ინფორმაციას "მთავარი არხი" ავრცელებს.
კონფლიქტი ავტომობილის პარკირების დროს დაიწყო.
"უთქვია, მანქანა აქანე არ დააყენოო, ვერ გავდივართო... მეორეჯერ რომ შეხვედრია, უთქვია, მეგობარო აქანე გვიჭირს შესვლაო და ცოტა ისე დააყენეო. შენ რას ლაპარაკობო, მე ვინ ვარ, იციო? ამოუღია დანა და დაურტყამს", - ამბობს დაჭრილის მამა.
დაჭრილი კლინიკაშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.