„წალენჯიხის მერი თუ დასვი საჭესთან, ქუთაისამდე ვერ ჩააღწევთ“ - ზურა ქადაგიძე ნიკა მელიას
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე სოციალური ქსელის მეშვეობით „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას პასუხობს, რომელმაც თქვა, რომ დადგება დრო, როდესაც წალენჯიხის ავტობუსი დაიძვრება თბილისისკენ და კიდევ ერთხელ დაბრუნდება უკან გამარჯვებული.
„ნიკანორ, ცოტა ფრთხილად იყავი, წალენჯიხის მერი ხარჩილავა თუ დასვი საჭესთან, ქუთაისამდე ვერ ჩააღწევთ. მთვრალზე უყვარს მაგას მართვა", - წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.
ნიკანორ, ცოტა ფრთხილად იყავი, წალენჯიხის მერი ხარჩილავა თუ დასვი საჭესთან, ქუთაისამდე ვერ ჩააღწევთ. მთვრალზე უყვარს მაგას მართვა ????Posted by Zurab Kadagidze on Friday, 6 January 2023