წინ საკვანძო მოვლენებია, რაც ყველა ტერიტორიის დაბრუნებამდე მიგვიყვანს - რას ამბობს ანდრეი ერმაკი?
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის განცხადებით, უკრაინა და მისი მოკავშირეები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ სამხედროებს ჰქონდეთ ყველაფერი, რაც მათ გამარჯვებისთვის სჭირდებათ და უკრაინა გაიმარჯვებს.
„გადამწყვეტი ზამთარი და ჩვენი გაზაფხული. წინ საკვანძო მოვლენებია, რაც ჩვენი ყველა ტერიტორიის დაბრუნებამდე მიგვიყვანს. ჩვენ და ჩვენი მოკავშირეები ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ სამხედროებს ჰქონდეთ ყველაფერი, რაც მათ გამარჯვებისთვის სჭირდებათ და უკრაინა გაიმარჯვებს“, - წერს ერმაკი.