„უფრო მშვენიერი და იმედისმომცემი არაფერი მომხდარა კაცობრიობის ისტორიაში“ - რას წერს ნათია ფანჯიკიძე შობაზე?
ფსიქოლოგი, ნათია ფანჯიკიძე შობის დღესასწაულის მნიშვნელობასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.
„მართალია არ დამთავრდა “საინტერესო დრო” და სულ რაღაც გვიშლის ხელს ვიზეიმოთ რამე ნამდვილი სიხარულით, მაგრამ მაინც უნდა ვიზეიმოთ. შობა ჩემთვის ყველა დღესასწაულზე, თვით აღდგომაზეც აღმატებულია თავის არსით. პირველ რიგში იმიტომ, რომ ღმერთი იშვა ადამიანის სახით და მერე იმიტომ, რომ ამ დღეს მხოლოდ სინათლე სუფევდა, ტრაგედიის გარეშე და ბავშვი იწვა ბაგაში, უსაყვარლეს, უწყინარ ძროხებთან და ბატკნებთან შესახლებული. ხმებიც კი მესმის ამ უსაფრთხო სიწყნარის. დღევანდელი თარიღი ძველითაა თუ ახლით, თავისთავად ამბავი უფრო მშვენიერი და იმედისმომცემი არაფერი მომხდარა კაცობრიობის ისტორიაში. ხოდა გილოცავთ“, - წერს ფანჯიკიძე.
მართალია არ დამთავრდა “საინტერესო დრო” და სულ რაღაც გვიშლის ხელს ვიზეიმოთ რამე ნამდვილი სიხარულით, მაგრამ მაინც უნდა...Posted by Natia Panjikidze on Friday, 6 January 2023