თეგებით ძიება

"არ იმსახურებდა ასეთ დასასრულს, ძალიან უყვარდა სიცოცხლე და ძალიან აშინებდა სიკვდილი" - რას წერს ლიზა ყენია ლიზა ქისტაურზე?

მომრერალი, ლიზა ყენია ბელკიაში მოკლულ ქართველ ტრანსგენდერზე, ლიზა ქისტაურზე წერს და მის შესახებ უცნობ დეტალებზე ამახვილებს ყურადღებას.

"სამი დღეა ვცდილობთ გავიგოთ რა ხდება, ვერაფერს ვარკვევდით, სანამ ხალხი გაიგებდა ჯერ კიდე მაშინ ვარკვევდით, არანაირი კომენტარი არ გამიკეთებია რადგან ბოლომდე ვთვლიდი რო მისი გამოგონილი მომდევნო ხუმრობა იყო.

უბედურება მოხდა, უსამართლობა მოხდა .
ბოლოს ზაფხულში ვისაუბრეთ, რაღაც გაურკვევლობის გამო ბოდიშს მიხდიდა, ავუხსენი რომ არ ვარ ის ადამიანი, რომ ცუდი დავიმახსოვრო და კარგი აღარ მახსოვდეს, ვუთხარი, რომ მასზე მხოლოდ კარგი მახსოვდა, ისიც მითხრა ამერიკაში ჩამოსვლას და ჩემს ნახვას რომ აპირებდა, შენს დაპროექტებულ სახლებზე და ნახატებზე ვგიჟდებიო, თითქოს გაზრდილი და უფრო მგრძნობიარე იყო.

ჩვენ არ ვყოფილვართ ახლო მეგობრები, თუმცა, ვიცი ,რომ განსაკუთრებულად მოვწონდი და ამას რაღაც ფორმით სუ მაგებინებდა .
არ იმსახურებდა ესეთ დასასრულს, ძალიან უყვარდა სიცოცხლე და ძალიან აშინებდა სიკვდილი.
Rest In Peace LIZA", - წერს ლიზა ყენია.

შეგახსენებთ, რომ ლიზა ქისტაურის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია მედიაში გუშინ გავრცელდა, თუმცა ოჯახი არ ადასტურებდა. ქისტაური ბელგიის ქალაქ ანტვერპენში მოკლეს. მისი ცხედრის ამოცნობა ოჯახმა ვერ შეძლო, დამატებით დნმ-ის ანალიზის ჩატარება გახდა საჭირო.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა