"გაიელვა, უამრავი ადამიანის გულამდე მივიდა, ტრანსფორმირდა, იცხოვრა თავისი ხანმოკლე, მაგრამ ნამდვილი ცხოვრება" - რას წერს ჟურნალისტი ლიზა ქისტაურზე?
ჟურნალისტი, ნანა აკობიძე ბელგიაში მოკლულ ქართველ ტრანსგენდერზე, ლიზა ყენიაზე წერს და აღნიშნავს, რომ მისი სიკვდილი კიდევ ერთი მძიმე გამოცდაა ჩვენთვის, როგორც საზოგადოებისთვის.
"დედა, რომელსაც ბოლო წუთამდე არ უნდოდა დაჯერება.
საზოგადოება, რომელმაც იქამდე დაიჯერა, სანამ დადასტურდებოდა.
უზომოდ ვწუხვარ და ვტირი ჩემი შვილების თაობის ულამაზესი და უნიჭიერესი ლიზა ქისტაურის ტრაგიკულ დასასრულს.
…გაიელვა, უამრავი ადამიანის გულამდე მივიდა, ტრანსფორმირდა, იცხოვრა თავისი ხანმოკლე, მაგრამ ნამდვილი ცხოვრება.
ამიტომაც გაიხსენებენ მას დიდხანს.
კიდევ იმიტომ, რომ მისი სიკვდილი კიდევ ერთი მძიმე გამოცდაა ჩვენთვის, როგორც საზოგადოებისთვის: თუ როგორ ვრეაგირებთ ტრაგედიაზე, თანაგრძნობის რა ხარისხი გვაქვს, ამბავში, ინფორმაციაში, ჰედლაინებში რა უნდა იყოს მთავარი და რა - მეორეხარისხოვანი.
მარადიული ოროსნები ვართ. სამწუხაროდ", - წერს ნანა აკობიძე.
შეგახსენებთ, რომ ლიზა ქისტაურის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია მედიაში გუშინ გავრცელდა, თუმცა ოჯახი არ ადასტურებდა. ქისტაური ბელგიის ქალაქ ანტვერპენში მოკლეს. მისი ცხედრის ამოცნობა ოჯახმა ვერ შეძლო, დამატებით დნმ-ის ანალიზის ჩატარება გახდა საჭირო.