თეგებით ძიება

"შობას გილოცავთ გულით და სულით კეთილო ადამიანებო და არა ხატებს ამოფარებულო მაჯლაჯუნებო. ღმერთი ჩვენშია და არა ჩვენი პროფილის ფოტოებში" - თამუნა მუსერიძე

ჟურნალისტი, თამუნა მუსერიძე საზოგადოებას შობის დღესასწაულს ულოცავს და ადამიანების სითბოსა და სიყვარულის გაზიარებისკენ მოუწოდებს.

"და მაინც შობას გილოცავ ჩემო ბედკრულო საქართველოვ
მეცოდები, ძალიან მეცოდები ამ ხალხის ხელში
ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნიდან-მლიქვნელების, ბავშვების გამყიდველების, სამშობლოს გამყიდველების ქვეყანად ქცეულო საქართველოვ მეცოდები.
საქართველოში მცხოვრები ადეკვატურად მოაზროვნე შვილები ცოტანი დაგრჩნენ, იმიტომ რომ ყველა გაგირბის, უკეთესი ცხოვრებისთვის და უკეთესი სოციუმისთვის გაგირბის. ცოტანი დაგრჩნენ, ვინც შენი სალი კლდეები არ გაცვალეს და ისინიც მალე წავლენ ალბათ.
შობას გილოცავთ ხალხო, დღეს გავცეთ სითბო, დღეს მოვეფეროთ ერთმანეთს, დღეს დავეხმაროთ.
ხვალ შეიძლება აღარ ვიყოთ.
შობას გილოცავთ გულით და სულით კეთილო ადამიანებო და არა ხატებს ამოფარებულო მაჯლაჯუნებო.
ღმერთი ჩვენშია და არა ჩვენი პროფილის ფოტოებში.
ღმერთი სიკეთეა და არა ვითომ მორწმუნეობა.
შობას გილოცავთ", - წერს თამუნა მუსერიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა