როგორ განვავითაროთ კარგი ლიდერის მახასიათებლები საკუთარ თავსა და თანამშრომლებში?
კარგი ლიდერობის უნარი თანდაყოლილი არ არის, ის შეიძლება შემდგომ განვითარდეს. კარგი ლიდერები ყალიბდებიან გამოცდილების, უწყვეტი სწავლისა და ადაპტაციის საშუალებით. კარგი ლიდერის მახასიათებლებია ის, რომ ისინი მუდმივად მზად არიან ზრდისთვის და ხარჯავენ დროსა და ძალისხმევას თვითგანვითარებისთვის.
ანალოგიურად, ორგანიზაციებს შეუძლიათ დაეხმარონ თავიანთ თანამშრომლებს ლიდერობის აღნიშნული თვისებების დახვეწაში, ტრენინგის უამრავი შესაძლებლობის უზრუნველყოფაში, გამოწვევებზე სწავლის მხრივ, მათ წახალისებაში და გამოცდილების მეშვეობით განვითარებაში.
თანამშრომლობა აყალიბებს ძლიერ ლიდერებს. ასევე აუცილებელია იმის გაცნობიერება, რომ ლიდერობა სოციალური პროცესია. ეს ეხება არა ერთ ძლიერ ან ქარიზმატულ ინდივიდს, არამედ ადამიანთა ჯგუფს, რომელიც ერთობლივად მუშაობს შედეგების მისაღწევად.
კარგი ლიდერი არასოდეს ჩერდება. ასევე, ლიდერობა არ არის დანიშნულება, ეს არის ის, რაზეც რეგულარულად მოგიწევთ მუშაობა მთელი თქვენი კარიერის განმავლობაში, განურჩევლად იმისა, თუ რა დონეს მიაღწევთ თქვენს ორგანიზაციაში. სხვადასხვა გუნდები, პროექტები და სიტუაციები წარმოადგენს განსხვავებულ გამოწვევებს და მოითხოვს სხვადასხვა ლიდერის კომპეტენციას წარმატების მისაღწევად. ასე რომ, თქვენ უნდა შეძლოთ ამ ლიდერობის მახასიათებლების გამოყენება სხვადასხვა გზით თქვენი კარიერის განმავლობაში. უბრალოდ გააგრძელეთ სწავლა და ზრდა და გახდებით ნიჭიერი
მოსწავლე ხანგრძლივი კარიერით.
როგორ განვივითაროთ კარგი ლიდერის თვისებები? ორგანიზაციებს შეუძლიათ გააძლიერონ თანამშრომლებში ლიდერობის თვისებები და ხელი შეუწყონ სამუშაოში მათ ღრმად ჩართულობას სხვადასხვა ტიპის გამოცდილების, სწავლებისა და ფორმალური განვითარების შესაძლებლობების უზრუნველყოფით.
იმუშავეთ ოპერატიულად თქვენი ლიდერობის მახასიათებლებისა და უნარების განვითარებაზე და დაარწმუნეთ თქვენი ხელმძღვანელი, განახორციელოს ინვესტიცია თქვენში და თქვენს მომავალში.
https://www.ccl.org/articles/leading-effectively-articles/characteristics-good-leader/?fbclid=IwAR3LJbFwVl9AddO1fUZ_Qwf87KPH9IQrZ0vbfFHdv-Lk5aOedVY1djdcyjc