თეგებით ძიება

რუსული ძალები ზაპოროჟიეს ოლქში გაერო-ს მისიას თავს დაესხნენ

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ გამოცხადებული "საშობაო ცეცხლის შეწყვეტის" მიუხედავად, რუსული ძალები 7 იანვარს, ზაპოროჟიეს ოლქში გაერო-ს მისიას თავს დაესხნენ. ამის შესახებ ზაპოროჟიეს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრე სტარუხმა განაცხადა.

„აგრესორი ქვეყანა, რომელმაც პირობა დადო, რომ სროლისგან თავს შეიკავებდა, თავს დაესხა გაერო-ს ჰუმანიტარულ მისიას, რომელმაც ჰუმანიტარული დახმარება ქალაქ ორიხივში ჩაიტანა“, - აღნიშნა სტარუხმა.

უკრაინული მედიის ცნობით, შაბათს, 7 იანვარს საღამოს, რუსულმა ძალებმა სარაკეტო იერიში ქალაქ ზაპოროჟიეს გარეუბნებში განახორციელეს, მაშინ როცა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს შობის პერიოდში ცეცხლის შეწყვეტა უბრძანა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა