სვიატოსლავ ვაკარჩუკმა მიხეილ სააკაშვილს წერილი მისწერა
ცნობილმა უკრაინელმა მუსიკოსმა, როკჯგუფ "ოკეან ელზის“ სოლისტმა, სვიატოსლავ ვაკარჩუკმა ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილს წერილი მისწერა. მუსიკოსის მიერ უკრაინულ ენაზე დაწერილ წერილს სააკაშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე აქვეყნებს.
"ძვირფასო მიხეილ, შობის ამ დღეებში გისურვებთ ძალას ყველა განსაცდელის დასაძლევად და, რაც მთავარია, ჯანმრთელობას. პირველ რიგში, ფიზიკურ ძალას. ასევე სულიერს, რადგან როგორც ყველა განსაცდელი, რომელსაც ჩვენ ღირსეულად ვუმკლავდებით, გვიხსნის გზას სინათლის სიბნელეზე გამარჯვებისკენ. მე არ ვამბობ "გამაგრდით”, რადგან თქვენ ამას ისედაც აკეთებთ. გისურვებთ არ დაკარგოთ იმედი, რომ რაც შეიძლება მალე დაბრუნდებით საყვარელ ადამიანებთან. ღმერთი გფარავდეთ!
სვიატოსლავ ვაკარჩუკი", - წერია წერილში.
ძვირფასო მიხეილ,
შობის ამ დღეებში გისურვებთ ძალას ყველა განსაცდელის დასაძლევად და, რაც მთავარია, ჯანმრთელობას. პირველ...Posted by Mikheil Saakashvili on Saturday, 7 January 2023