თეგებით ძიება

შესაძლებელია, განვითარდეს კომა და ლეტალური გამოსავალიც - მარიამ ჯიშკარიანი მიხეილ სააკაშვილზე

ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელმა, მარიამ ჯიშკარიანმა განაცხადა, რომ აუცილებელია ყოფილ პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება სწრაფად იყოს მიღებული, რადგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ძალიან მძიმე.

„ცენტრ „ემპათიის“ დასკვნაშია ასახულია, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ძალიან მძიმე და პროგნოზულად მოსალოდნელია დამძიმება. შესაძლებელია, განვითარდეს კომაც და ლეტალური გამოსავალიც. შესაბამისად, აუცილებელია სწრაფად იყოს მიღებული გადაწყვეტილება, ვინაიდან, დღითიდღე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება და არავის აქვს უფლება ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას შეუწყოს ხელი“, - განაცხადა ტელეკომპანია „მთავართან“ მარიამ ჯიშკარიანმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა