იმერეთში ქმარმა ჯერ ცოლი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა
იმერეთის ერთ-ერთ სოფელში ცოლ-ქმარი გარდაცვლილი ნახეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ქმარმა ჯერ ცოლი მოკლა, შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
შემთხვევის ადგილზე ნაპოვნია დანაშაულის იარაღი, რომელიც გარდაცვლილ მამაკაცს ეკუთვნის.
მომხდარის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
წყარო: „რუსთავი 2“