თბილისში, კოტე აფხაზის ქუჩაზე პოლიციელი დაჭრეს
თბილისში, კოტე აფხაზის ქუჩაზე პოლიციელი დაჭრეს. ინფორმაციას ამის შესახებ „ფორმულა“ ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციელს თავს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაესხნენ, იგი დანითაა დაჭრილი.
დაჭრილი პოლიციელი კლინიკაშია გადაყვანილი.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.