ყველაზე მნიშვნელოვანი თავისუფლება არის იყო ის, რაც სინამდვილეში ხარ
პიროვნება არის თვისებების ერთობლიობა, რაც აყალიბებს ადამიანის გამორჩეულ ხასიათს. ადამიანის ხასიათი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კარგი გარეგნობა - გარეგანი სილამაზე და კარგი ხასიათი კი ლამაზ სულს ქმნის. ყველა ადამიანს აქვს ძალა და უნარი, გაუმჯობესდნენ, როგორც პიროვნება. გთავაზობთ პოპულარული ადამიანების, დიდი ლიდერების გამონათქვამებს, რომლებიც აუცილებლად შეგცვლით პოზიტიურად.
მე მინდა თავისუფლება ჩემი პიროვნების სრულად გამოხატვისთვის - მაჰათმა განდი სუნამო არის ქალის ხასიათის შეუცვლელი შემავსებელი და მისი კაბის საბოლოო დეტალი - კრისტიან დიორი
სრულყოფილი პიროვნების ნოტა არ არის აჯანყება, არამედ მშვიდობა - ოსკარ უაილდი ჩვენ მთელი ცხოვრება ვაგრძელებთ ჩვენი პიროვნების ფორმირებას - ალბერ კამიუ;
ძალიან ხშირად ჩვენი პიროვნება სხვა არაფერია, თუ არა ფსიქოლოგიური სამოსი, რომელსაც ვიცვამთ, რათა სამყაროსგან ჩვენი ნამდვილი სახე დავმალოთ - თილ სვანი;
ყველა ჩვენი გამოცდილება ჩვენს პიროვნებას ერწყმის. ყველაფერი, რაც კი ოდესმე დაგვმართნია, არის ინგრედიენტი - მალკოლმ X;
ადამიანში პიროვნება არის ის, რაც „მისი არაა“... რასაც იძენს გარედან - რაც მან ისწავლა ან ასახავს მეხსიერებაში დარჩენილი გარეგანი შთაბეჭდილებების ყველა კვალს - გიორგი გურჯიევი;
ყველაზე მნიშვნელოვანი თავისუფლება არის იყო ის, რაც სინამდვილეში ხარ - შენს რეალობას როლზე ცვლი - ჯიმ მორისონი;
ორი პიროვნების შეხვედრა ორი ქიმიური ნივთიერების შეხებას ჰგავს: თუ რაიმე რეაქცია ხდება, ორივე გარდაიქმნება - კარლ იუნგი;
სილამაზე ყურადღებას იპყრობს, ხასიათი კი - გულს - ოსკარ უაილდი;
არ აურიოთ ჩემი პიროვნება ჩემს დამოკიდებულებაში. ჩემი პიროვნება არის ის, რაც მე ვარ და ჩემი დამოკიდებულება განისაზღვრება იმით, თუ ვინ ხარ შენ - ფრენკ ოუშენი;
ინტროვერტები ორ სამყაროში ცხოვრობენ: ისინი სტუმრობენ ადამიანების სამყაროს, მაგრამ მარტოობა და შინაგანი სამყარო ყოველთვის იქნება მათი სახლი - ჯენ გრანიმანი.
https://kidadl.com/quotes/top-personality-quotes-to-unleash-your-true-self