იარაღი, ფაქტობრივად, არის გზა მშვიდობისკენ - რას ამბობს იენს სტოლტენბერგი?
ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ მშვიდობის მისაღწევად ყველაზე სწრაფი გზაა უკრაინის მხარდაჭერა.
"შეუძლებელია იმის თქმა, როდის და როგორ დასრულდება ომი უკრაინაში, მაგრამ ვიცით, რომ ომების უმეტესობა მოლაპარაკებების მაგიდასთან მთავრდება. დიდი ალბათობით, ესეც. რისი მიღწევა შეუძლიათ უკრაინელებს მოლაპარაკებების მაგიდასთან, დამოკიდებულია მათ სიძლიერეზე ბრძოლის ველზე. ასე რომ, თუ ჩვენ გვინდა მშვიდობიანი მოლაპარაკების გზით გადაწყვეტა, რომელშიც უკრაინა გადარჩება, როგორც დამოუკიდებელი დემოკრატიული ქვეყანა ევროპაში, ამის მისაღწევად ყველაზე სწრაფი გზაა უკრაინის მხარდაჭერა. იარაღი, ფაქტობრივად, არის გზა მშვიდობისკენ“, - განაცხადა გენერალურმა მდივანმა.